ცოტა ხნის წინ HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ არხი ახალი სერიალის, დღეს ყველაფერი შეიცვლებას, გადაღებებს დაიწყებს.

სერიალში, რომელიც მარია სიმპლის ამავე სახელწოდების ბესტსელერი ნოველის ეკრანიზაცია იქნება, მთავარ როლს ჯულია რობერტსი შეასრულებს.

ისტორია ელეონორ ფლუდის გარშემო ვითარდება, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს, რომ თავისი არეული ცხოვრება შეცვალოს. ის უნდა გაუმკლავდეს შვილს, რომელიც გამუდმებით ატყუებს, მოღალატე ქმარს, რომელთან სექსიც ელეონორს სიამოვნებას აღარ ანიჭებს, კოლეგებს, რომელთაც მისი წარმატებების შურთ და ა.შ.

კრიტიკოსების შეაფასებით, წიგნი მოგვითხრობს დრამატულ, იუმორისტულ, სულისშემძვრელ ამბავს, რომელიც გამუდმებით გაიძულებს მიჰყვე და ბოლომდე გადაეშვა საიდუმლოებებით, დრამითა და ტრაგიზმით აღსავსე ისტორიაში.

სერიალის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, თუმცა ცნობილი არ იყო თუ რომელ არხზე გავიდოდა ის, თუმცა, როგორც HBO-s ხელმძღვანელი ამბობს, სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი შეასრულებს, მხოლოდ მათ არხზე უნდა გასულიყო.

"სერიალის გადაღების და მისი გაშვების უფლება დიდი კონკურენციის ამბავი იყო. ყველას სურდა იმ სერიალის თავის არხზე გაშვება, რომელშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ. დამიჯერეთ, წინ დიდი ამბები გელით", - ამბობენ HBO-ში.

ეს ჯულიასა და HBO-ს პირველი თანამშრომლობა არ არის, მანამდე ჯულიამ მონაწილეობა მიიღო რაიან მერფის სატელევიზიო ფილმში ნორმალური გული.