მიხეილ სარჯველაძე

5 Dec. 2022, 17:21

მინდა გამოვხატო სამძიმარი გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების, ახლობლების, მთელი საქართველოს მიმართ. უმძიმესი ტრაგედიაა... ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის ტკივილი თითოეული შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ძალიან ძნელია სიტყვებით გამოხატო.

მაგრამ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების, არ ვიცი რა დავარქვა, ჩვენი თანამოქალაქეების იმავდროულად მცდელობებს, რომ ეს ტრაგედიები რაღაცნაირად შეფუთონ ისე, რომ პოლიტიკური ზრახვებისთვის ძალიან ცუდად და უსწოროდ გამოიყენონ. უსწოროდ იმიტომ, რომ აშკარად ჩანს, რომ ემოციებით თამაშით, ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს ყველაფერი ემსგავსება მეორე ტალღას, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნის, რაღაცნაირად ომის მხარედ ქცევის მცდელობებს, რაც ძალიან მძიმე საყურებელია. უკადრისი რამ არის ეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გლოვა და სამძიმრის გამოხატვა არ არის ასეთი რამ, რასაც ფორმალიზება სჭირდება.

გადმოსვენებაში დახმარება, სამხედრო პატივით დაკრძალვა, თუ ვინ როდის, რამდენჯერ მოვიხსენიებთ გარდაცვლილების სულს ლოცვებში, მოიხსენიებს თუ არა ვინმე, არ არის ის, რისი გაზომვითაც უნდა ვიყოთ დაკავებული, არ არის საკადრისი საქციელი. პასუხი უნდა გაეცეს მცდელობებს, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური ამბავი შეიქმნას ამასთან დაკავშირებით და ვინმემ ქულები დაიწეროს, აი, ამ უმძიმეს ტრაგედიებზე...

ზესახელმწიფოების ხელმძღვანელები, რომლებიც იარაღით ეხმარებიან, მათ შორის, უკრაინას, აქვთ ამის ფუფუნება, განსხვავებით საქართველოსგან, რომელსაც შეგვიძლია, მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, თავშეკავებულები არიან, როდესაც საქმე მოხალისეების უკრაინაში ბრძოლას ეხება. ვერ და არ აკეთებენ ამას, ეს არის რაციონალურად სწორი და საღი გადაწყვეტილება. [...]

ყველაზე მთავარი, ყველაზე დიდი პატივისცემა, გარდაცვლილების სულებისათვის პატივის მიგება იქნება, თუკი ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ომში ჩათრევას ავარიდებთ. ამ ქვეყანაში მშვიდობის დაცვას თუკი მოვახერხებთ, ეს არის, რა თქმა უნდა, დაფასება იმ ადამიანების ხსოვნისა, რომელ ადამიანებსაც დღეს საქართველო დასტირის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ