აივ ინფექციის ახალმა პოტენციურმა ვაქცინამ ადამიანებზე კვლევაში დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. შედეგად კვლევის მონაწილეების 97 პროცენტში სასურველი იმუნური რეაქცია მიიღეს.

საუბარია პირველი ფაზის ვაქცინის ტესტირებაზე. ვაქცინა დამზადებულია ცილისგან, რომელსაც აივ ვირუსზე ვხვდებით. ეს ნაწილაკი შექმნილია იმისთვის, რომ სხეული მოემზადოს ანტისხეულების გენერირებისთვის, რომლებიც, მიჩნეულია, რომ გადამწყვეტია აივ-ის წინააღმდეგ იმუნიტეტის შესაქმნელად.

ეს ანტისხეულები ცნობენ აივ-ის ქვეტიპების დიდ ნაწილს, რაც აუცილებელია იმუნიტეტის უზრუნველსაყოფად, რადგან აივ ვირუსი ხშირად მუტაციას განიცდის.

36-დან 35-ს, ვინც მიიღო ვაქცინა ანტისხეულების მწარმოებელი B უჯრედები გაუაქტირუდათ.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, უილიამ შიფის თქმით, ამ ტექნიკის არსი იმუნური სისტემის მომზადებაა, რათა ამოიცნოს ბუნებრივად არსებული აივ ქვეტიპების ფართო სპექტრი. შიფი არის პროფესორი Scripps Research-ის იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის განყოფილებაში.

"აივ ინფექციის ზედაპირზე არის მხოლოდ რამდენიმე ლაქა, რომელიც ძირითადად იგივე რჩება სხვადასხვა შემთხვევებში. ჩვენ ვცდილობთ გამოვყოთ ძალიან სპეციფიკური ანტისხეულები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვან სპეციფიკური თვისებები. ეს მათ საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ კონკრეტულ ლაქებს", — განაცხადა შიფმა.

პირველი ფაზის კვლევაში არავის ჰქონია სერიოზული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ტკივილი ინექციის ადგილზე ან სხვა. დაფიქსირდა მსუბუქი თავბრუსხვევა და გაქრა ერთიდან ორ დღეში.

შედეგები, აკადემიურ ჟურნალ Science-ში 2022 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.