"ძროხები დარბიან მიკროფონებით", — თქვა ჭყონდიდელი მიტროპოლიტმა სტეფანემ ჟურნალისტებზე საუბრისას.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სასულიერო პირებს ხშირად ესხმიან თავს ჟურნალისტებს და მათ "ანტიეკლესიურ პროპაგანდაში" ადანაშაულებენ.

  • მაგალითად, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ მედიას დააბრალა ხაშურში, დედათა მონასტერში მომხდარი დანაშაული.
  • მეუფე სტეფანეც იმავეს იმეორებს და ამბობს, რომ ჟურნალისტების "ანტიეკლესიურმა ქმედებებმა" გამოიწვია დანაშაული.

დეტალები: მეუფე სტეფანემ ჟურნალისტები შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი ტერმინით მოიხსენია და "ხუმრობა სცადა".

  • "გინდა, რომ შენ თავი დაიცვა იმით, რომ შენ კამერა გიკავია და მიკროფონი გიკავია, ამის გამო შენ ხარ ღვთაებრივი ძროხა", — თქვა მან.
  • სტეფანე ამბობს, რომ ინდოეთში ძროხა სიწმინდეა — "ასეთი ძროხები დარბიან მიკროფონებით, შენ ამათთან მიმართებაში არ უნდა გქონდეს არაფერი პროტესტი, როდესაც ისინი არასწორად მოქმედებენ".

გარდა ამისა, ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები ეკლესიას თავს ესხმიან, სახალხო დამცველი კი ამ საკითხზე არ ლაპარაკობს.

  • სტეფანე აცხადებს იმასაც, რომ არცერთი მათგანი, ვინც ეკლესიაზე თავდასხმა განახორციელა, არ დარჩა დაუსჯელი ღვთისაგან.