ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციამ და საზოგადოებამ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს დუმილის გამო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 3 დეკემბერს, ბახმუტში ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

  • 5 დეკემბრის დილამდე სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური თანამდებობის პირებს შორის ერთადერთი იყო, ვინც მომხდარს გამოეხმაურა.
  • გუშინ, 4 დეკემბერს იმედის ეთერში დასმული კითხვის საპასუხოდ, ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ ოპოზიცია ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს, რაც მას და მის თანაგუნდელებს "ბოჭავთ", რომ ამ თემაზე ისაუბრონ და მეორე მხარეს "პოლიტიკურ ასპექტში დაუპირისპირდნენ".

დეტალები: კალაძის თქმით, მომხდარი უმძიმესი ტრაგედიაა საქართველოსთვის და ორივე ქვეყანას მშვიდობას უსურვებს.

  • "ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს! რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს", — განაცხადა თბილისის მერმა.