ჩეჩენი ბლოგერის ტუმსო აბდურახმანოვის კოლეგებმა რადიო თავისუფლების რუსულ ბიუროს განუცხადეს, რომ ის 1-2 დეკემბრის ღამეს მოკლეს. ინფორმაციას ადასტურებს ტელეგრამის არხი 1ADAT, რომელსაც ჩეჩენი ოპოზიციონერები მართავენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აბდურახმანოვმა საფრთხის გამო, ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა, ბოლო პერიოდში ის შვედეთში ცხოვრობდა.

  • ბლოგერს თავს 2020 წელსაც დაესხნენ — მაშინ შვედეთის პოლიციამ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ორი ადამიანი დააკავა.

დეტალები: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 36 წლის აბდურახმანოვი მოკლეს სოციალურ ქსელში 1 დეკემბერს გავრცელდა, მაგრამ დადასტურებული არ იყო.

  • "რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვატარებდით დამოუკიდებელ გამოძიებას ტუმსოს მკვლელობასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, ამის დაჯერება არ გვსურდა, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე საკმარისი ინფორმაცია გვაქვს, რომ დავადასტუროთ მისი სიკვდილი“
  • "გვაქვს აბდურახმანოვის სიკვდილის დამადასტურებელი საკმაო ინფორმაცია, მის ძმა მუჰამადი კი სპეცსამსახურებმა გადამალეს, — წერს ჩეჩნური ტელეგრამ არხი 1ADAT.