რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ სერიალი Teen Wolf ახალი ფილმით ბრუნდება. სერიალის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ Teen Wolf-ზე გადაღებული ფილმის ახალი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც ტაილერ ჰეკლინსა და ტაილერ პოუზის ვხედავთ.

ფილმის ტრეილერში პერსონაჟ ელისონსაც ვხედავთ, რომელიც Teen Wolf-ის სერიალში გარდაცვლილი იყო. ამ ფაქტის შესახებ კი Teen Wolf-ის ფანებს უკვე სხვადასხვა თეორიები აქვთ.

Teen Wolf-ის ფილმი ბეიკონ ჰილსში ახალი და საშიში მტრის გამოჩენას გვპირდება, რომლის დამარცხებაც მხოლოდ ალფა სკოტსა და მის მეგობრებს შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ Teen Wolf მაყურებელმა პირველად 2011 წელს ნახა. სერიალი 2017 წელს მეექვსე სეზონით დასრულდა. Teen Wolf-ზე გადაღებული ფილმის პრემიერა 2023 წლის 26 იანვარს შედგება.