მოთხოვნის ინიციატორი მოძრაობა სირცხვილიაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, ბახმუტში, ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

  • მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.
  • უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი მხოლოდ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გამოუცხადა.

დეტალები: მოძრაობა სირცხვილის განცხადებით, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოს მაშინ, როცა ამ ქვეყნის შვილები მტერთან ბრძოლაში გმირულად იღუპებიან.

  • "დაწეული დროშებით, სიმბოლურად მაინც ხომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ისევ ერი გვქვია, რომ ისევ გვაქვს მცირე სინდისი მაინც. რომ ცხოვრებას დანაკარგის იგნორირებით კი არა - მისი შემჩნევით, დაფასებითა და მომავლის იმედად ვაგრძელებთ. როგორია ცხოვრება მშვიდობის ქალაქად შეფუთულ კოლაბორაციონიზმისა და სირცხვილის ქალაქში?
    დიდება გმირებს!", — წერს სირცხვილია.

ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლაში უკვე 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.