ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აშშ-ს დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ ბრძოლა შენელდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონის დასავლეთიდან ჯარები გაიყვანეს.

  • ჰეინსის თქმით, არ ყოფილა არანაირი მტკიცებულება უკრაინული ძალების მხრიდან წინააღმდეგობის გაქრობის შესახებ.
  • მისი თქმით, ორივე მხარე შეეცდება გაზაფხულზე ნებისმიერი სახის კონტრშეტევას.
  • ჰეინსმა კალიფორნიაში თავდაცვის ფორუმზე განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების უმეტესი ნაწილი ამჟამად აღმოსავლეთ უკრაინის — ბახმუტსა და დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს.

დეტალები: აშშ-ს დაზვერვის თქმით, უკრაინაში ომი უკვე მეცხრე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთმა მიწების ნახევარზე მეტი დაკარგა.

  • "უკრაინაც და რუსი სამხედროებიც ზამთრის შემდეგ ნებისმიერი კონტრშეტევისთვის მოემზადებიან.მაგრამ ჩვენ რეალურად გვაქვს საკმაოდ დიდი სკეპტიციზმი იმის თაობაზე, იქნებიან თუ არა რუსები ამისთვის მზად", — ამბობს ავრილ ჰეინსი.
  • მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ამ ეტაპზე არ აქვს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად მზად არიან მისი სამხედროები.
  • როგორც BBC წერს, ამერიკის დაზვერვა რუსეთთან დაკავშირებით საბრძოლო მასალის დეფიციტს ხედავს.