ინფორმაციას საერთაშორისო მედიები ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 სექტემბერს 22 წლის ირანელი ქალი, მაჰსა ამინი, ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" დააპატიმრა.

  • თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • პოლიციის მიერ "ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის" ნაცემი ქალი 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
  • ამ ფაქტის შემდეგ ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო, მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად თავსაბურავები დაწვეს.
  • ირანში ქალების დიდი რაოდენობა აღარ იცავს ჰიჯაბის ტარების წესებს, განსაკუთრებით, თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში.

დეტალები: მედიის ცნობით, ირანის გენერალურმა პროკურორმა, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა თქვა, რომ ძალები შეჩერებულია "იგივე ადგილიდან, სადაც ის შეიქმნა".

  • მან ზნეობის პოლიციის შეჩერება იმით ახსნა, რომ სისტემას არავითარი კავშირი აქვს სასამართლოსთან.
  • Aljazeera წერს, რომ მორალური პოლიციის მოქმედების შეჩერება ქვეყანაში საპროტესტო აქციების გაგრძელებამ გამოიწვია.
  • ჯერჯერობით უცნობია, შეიქმნება თუ არა სისტემა თავიდან სხვა სახელითა და იგივე შინაარსით.
  • მედიაში წერენ, რომ აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა ირანის მორალურ პოლიციას, სექტემბრის ბოლოს სანქციები დაუწესა, მათ შორის, შვიდ მაღალჩინოსან სამხედრო მოსამსახურეს.