ინფორმაციას ამის შესახებ Timesofisrael და Guardian ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 სექტემბერს 22 წლის ირანელი ქალი, მაჰსა ამინი, ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" დააპატიმრა.

  • თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • პოლიციის მიერ "ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის" ნაცემი ქალი 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
  • ამ ფაქტის შემდეგ ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო, მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად თავსაბურავები დაწვეს.
  • ირანში ქალების დიდი რაოდენობა აღარ იცავს ჰიჯაბის ტარების წესებს, განსაკუთრებით, თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში.

დეტალები: ირანის გენერალური პროკურორის თქმით, ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო განიხილავს კანონს, რომელიც ქალებს თავის დაფარვას ავალდებულებს.

  • Guardian-ის თქმით, მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ აღნიშნა, რომ პარლამენტიც და სასამართლოც მუშაობენ იმაზე, საჭიროებს თუ არა კანონი რაიმე ცვლილებას, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.
  • ასევე არ უთქვამს, თუ რა შეიძლება შეიცვალოს კანონში ამ ორი ორგანოს მიერ, რომლებიც დიდწილად კონსერვატორების ხელშია.
  • Guardian-ის ცნობით, ჰიჯაბის საკითხი ყველაზე მგრძნობიარე თემად რჩება ქვეყანაში, სადაც კონსერვატორები ამტკიცებენ, რომ ის სავალდებულო უნდა იყოს, ხოლო რეფორმისტები ინდივიდუალური არჩევანის საშუალებას ტოვებენ.
  • ირანში ჰიჯაბის თავსაბურავი ყველა ქალისთვის სავალდებულო 1983 წლის აპრილში გახდა.