ბრიტანელი კაცი, რომელმაც 90 წუთის განმავლობაში პოლიციაში 68-ჯერ დარეკა, თავის საწოლში მთვრალი იპოვეს. კაცი ოპერატორს არაფერს ეუბნებოდა და რეკვას აგრძელებდა, ამიტომ პოლიცია მასთან მივიდა, რათა გაეგო, რა ხდებოდა.

კაცმა სასწრაფო დახმარების ექიმებს უთხრა, რომ "არ იცოდა, სად იყო", შემდეგ კი პოლიციის ოფიცრებს ლუდის დამატება მოსთხოვა. მოგვიანებით კაცმა აღიარა, რომ პოლიციის დახმარება არ სჭირდებოდა.

"ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ არასათანადო ზარებისა, რომლებსაც ბოლო პერიოდში ვიღებთ. ასეთი ზარები ჩვენს ოფიცრებს იმ ძვირფას დროს ართმევს, რომელიც გადაუდებელი სიტუაციებისას ადგილზე გამოცხადების ან დანაშაულის გამოძიებისთვის არის საჭირო", — განაცხადა ერთ-ერთმა ოფიცერმა.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, მათთვის წინასაახალწლო პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული წელიწადის დროა და ამას ისიც ემატება, რომ განყოფილება უამრავ არასათანადო ზარს იღებს.