ვოლოდიმირ ზელენსკი

3 Dec. 2022, 23:15

სამწუხაროდ, სერიოზული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა დისკუსია ფასების ლიმიტებზე, ანუ რუსული ნავთობის საექსპორტო ფასის შეზღუდვის შესახებ. იმიტომ, რომ სერიოზულს ვერ უწოდებ გადაწყვეტილებას ფასების ასეთი ლიმიტის დაწესებაზე, რაც საკმაოდ კომფორტულია ტერორისტული სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის.

რუსეთმა უკვე მიაყენა კოლოსალური ზარალი მსოფლიოს ყველა ქვეყანას ენერგეტიკული ბაზრის მიზანმიმართული დესტაბილიზაციის გზით და მსოფლიო ვერა და ვერ წყვეტს მის რეალურ ენერგეტიკულ განიარაღებას. ეს სუსტი პოზიციაა და მხოლოდ დროის საკითხია, ვიდრე უფრო ძლიერი ხელსაწყოების გამოყენება გახდება საჭირო. სამწუხაროა, რომ ეს დრო დაიკარგება.

ლოგიკა აშკარაა. თუ რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი იქნება 60 დოლარი, მაგალითად, 30 დოლარის ნაცვლად, რაც ახსენეს პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, მაშინ რუსეთის ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს მიიღებს. ეს თანხა მოხმარდება არა მარტო ომს და არა მხოლოდ რუსეთის მიერ სამომავლოდ ტერორისტული ორგანიზაციებისა და რეჟიმების სპონსორობას. ეს ფული ასევე გამოყენებული იქნება ზუსტად იმ ქვეყნების შემდგომი დესტაბილიზაციისთვის, რომლებიც ახლა ცდილობენ თავი აარიდონ სერიოზულ გადაწყვეტილებებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ