ნინო ლომჯარია

2 Dec. 2022, 21:25

5 ივლისი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმიტომ, რომ ეს იყო დღე, რომლის გარკვეულ მონაკვეთში სახელმწიფო არ ფუნქციონირებდა. მე ასე ვიტყოდი. ეს იყო დღე, როდესაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების წინმსწრები, წამახალისებელი განცხადებების შედეგად მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ძალადობდა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე. იმ დღეს, არა მარტო არ ფუნქციონირებდა სამართალდამცავი უწყება ჩვენს ქვეყანაში, არამედ უკვე შემდგომ პერიოდშიც ძალიან კარგად დავინახეთ, თუ როგორ დააფარა ხელი ასე ვთქვათ საგამოძიებო უწყებებმა ამ ძალადობის ორგანიზატორებს. [...]

ადამიანთა უფლებების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს უკუსვლა. როდესაც მე გავხდი სახალხო დამცველი 2017 წლის ბოლოს, ორი წლის განმავლობაში დაახლოებით, იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმა, მათ შორის, რეფორმები, რომლებმაც გააძლიერა სახალხო დამცველის მანდატი. იყო შრომის უსაფრთხოების მიმართულებით რეფორმა განხორციელებული, იგრძნობოდა უფრო მეტად რეფორმების განხორციელების მოტივაცია, მაგრამ უკვე ბოლო რამდენიმე წელია, 2-3 წელია, რაც ჯერ გაჩერდა ეს რეფორმები, პარლამენტი აღარ იღებდა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს და ამას უკვე შემდგომ მოყვა უკუსვლა მთელი რიგი მიმართულებით.

ამბობს სახალხო დამცველი ვიდეოში, სადაც სამსახურის თანამშრომლები ადამიანის უფლებათა მიმართულებებზე საუბრობენ. ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება. 2021 წლის  წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და სასულიერო პირებმა დააორგანიზეს ძალადობა — აქტივისტების ოფისები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  2. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  3. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  4. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად
  5. რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში

ბოლო რამდენიმე დღეა, ფეისბუკის მომხმარებლები ერთსა და იმავე ტექსტს ავრცელებენ. პოსტებით ისინი გვაფრთხილებენ, რომ…