შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ რაჭაში ნაპოვნი მოკლული დათვის საქმეზე გამოძიება პირველ დეკემბერს დაიწყეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლითაა დაიწყებული, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს.

  • გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ დათვს თათები დაჭრილი აქვს, კისერზე კი თოკი უკეთია, რომლითაც ხეზეა მიბმული.

დეტალები: მოკლული დათვის ფოტოები Facebook-მომხმარებელმა, ნიკა გუგეშაშვილმა საკუთარ გვერდზე გაავრცელა.