იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს და საქართველოსთან ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმებაზე მოლაპარაკებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგერეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ის, თუ რა იგულისხმება სავიზო პროცედურების გამარტივებაში უწყება ინფორმაციას არ ავრცელებს.

"იაპონიისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასაყვანად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ინოვაციები, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა," - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე უწყების ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.