TI-ის შეფასებით, მედიის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებები საშიშ ტენდენციად ჩამოყალიბდა
ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელი, ტელეკომპანია პირველისა და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ, წარმოადგენს მედიაზე ზეწოლის ახალ ეტაპზე გადასვლას.
- მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს იყენებენ კრიტიკული მედიის შესავიწროებლად.
- "ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, მასობრივი უკანონო მოსმენებისა თუ მიზანმიმართული დეზინფორმაციის პარალელურად, ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის მხრიდან ხდება სასამართლო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება", — წერს გამჭვირვალობა.
დეტალები: TI-ის ამბობს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის მთავარი არხის, ფორმულასა და ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ.
- მათივე განცხადებით, მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან.
- "დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად", — ნათქვამია განცხადებაში.
- ორგანიზაცია, სასამართლო პრაქტიკის ცვლილებას სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ კანონმდებლობით დადგენილი ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე გადადის.
- მათი თქმით, ტენდენციის გაგრძელებაა, რომ ჯარიმის თანხის, 15 ათასი ლარის დაკისრება, სასამართლომ ტელეკომპანია პირველთან ერთად, ჟურნალისტ მაია მამულაშვილსაც დააკისრა.
- კანონით, მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხე მედიის მესაკუთრეა.
TI-ის შეფასებით, კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის ამგვარი ტალღა, სრულიად ესადაგება კლეპტოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ნიშანს, როცა კორუფციულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტების გაჩუმებას, მათ წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელების შეტანით ცდილობენ.
- ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და უზრუნველყონ კრიტიკული მედიის დაცვა, თავისუფალი საქმიანობა და შეწყვიტონ საკუთარი გავლენების გამოყენება მედიის შესავიწროებლად.
- "არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას", — წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები