უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე 10 000-დან 13 000-მდე სამხედრო დაიღუპა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ოფიციალურად არც უკრაინა და არც რუსეთი არ აქვეყნებენ საკუთარ დანაკარგებს, შესაბამისად უცნობია ზუსტი რიცხვები.

  • გასულ თვეს აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, მარკ მილმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან დაახლოებით 100 000 რუსი და 100 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.
  • 30 ნოემბერს ვიდეომიმართვაში ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 100 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
  • თუმცა ევროკომისიის სპიკერმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს შეცდომა იყო და რიცხვი ეხება როგორც დაღუპულებს, ასევე დაშავებულებს.

დეტალები: მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ აქვთ გენერალური შტაბის ოფიციალური მაჩვენებლები, ასევე უმაღლესი სარდლობისგან ოფიციალური მაჩვენებლები და ისინი შეადგენს 10 000-დან 12 500-დან 13,000-მდე დაღუპულს.

  • მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალურ მონაცემებს გამოაქვეყნებს "როცა შესაფერისი მომენტი დადგება".

რუსეთის დანაკარგები: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკანასკნელად 21 სექტემბერს განაცხადა საკუთარი დანაკარგების შესახებ — სერგეი შოიგუმ დაადასტურა 5 937 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა.

  • უკრაინა რუსული მხარის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს. 2 ნოემბრის მონაცემებით, გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა 90 090 სამხედრო დაკარგა.