ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ენმ-ის წევრთა ნაწილმა 9 ნოემბერს შიდაპარტიული არჩევნები, მათ შორის, ახალი თავმჯდომარის არჩევა მითხოვა.

  • იმავე დღეს, ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ არჩევნების ჩასატარებლად მზადაა, თუმცა პარტიელები "ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებაში" დაადანაშაულა.
  • საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.
  • 10 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა, თუმცა 16 ნოემბერს გადაიფიქრა და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. რის შემდეგაც ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა.

დეტალები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს განაცხადა, რომ არჩევნების გაჭიანურება და გადადება პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მოითხოვოს არჩევნების დროულად ჩატარება.

  • "მივმართავთ დღეს პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, ჩაინიშნოს სხდომა, განისაზღვროს და დადგინდეს წესი, არჩევნების კონკრეტული თარიღი", — განაცხადა ბეჟაშვილმა.
  • მისი განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომა ორშაბათს, 5 დეკემბერს უნდა ჩატარდეს, ხოლო, მისივე თქმით, გადაწყვეტილებას პარტიის მოქმედი ხელმძღვანელების კეთილი ნება სჭირდება.
  • "ჩვენ ველით შემხვედრ ნაბიჯებს, მზად ვართ პროცესში აქტიური მონაწილეობა. არჩევნებმა, ახალმა თავმჯდომარემ უნდა გააერთიანოს პარტია, უნდა განაწყოს მთლიანად პარტიის შემადგენლობა და აქტივი ბრძოლებისათვის, ახალი გამოწვევებისათვის", — თქვა ბეჟაშვილმა.