ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გამოიწვია იმან, რომ უნგრეთის მთავრობამ ვერ შეძლო სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, მათ შორის, სასამართლო რეფორმის.

  • ევროკომისიას უნგრეთის დაფინანსება ორი მიმართულებით ჰქონდა გადაწყვეტილი — 5,8 მილიარდი ევრო გამოყოფილი იყო პოსტპანდემიური აღდგენის გეგმისთვის.
  • ხოლო 7,5 მილიარდ ევროს, რომელიც უნგრეთის ბიუჯეტის ორ მესამედს წარმოადგენს, ქვეყანა მოქალაქეების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის ბიუჯეტიდან იღებდა.
  • "უნგრეთმა სამწუხაროდ ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები," — თქვა ევროკავშირის საბიუჯეტო კომისარმა იოჰანეს ჰანმა.

დეტალები: მედიის განცხადებით, უნგრეთის მთავრობას წლების განმავლობაში ადანაშაულებენ დემოკრატიის მიმართულებით უკუსვლაში, ქვეყანას ძალიან სჭირდება ფინანსები, რადგან ეკონომიკა უკან მიდის და ინფლაცია იზრდება.

  • BBC-ის ცნობით, უნგრეთის ლიდერებს არაერთხელ დასდეს ბრალი დემოკრატიულ უკანდახევაში და "სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაში" მას შემდეგ, რაც ორბანის პარტია ფიდესი ხელისუფლებაში დაბრუნდა.
  • მათივე ინფორმაციით, ევროკავშირიდან უნგრეთის მიერ ყოველწლიურად მიღებული 4-5 მილიარდი ევრო ხშირად ხვდებოდა მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ბიზნეს წრეებში, მათ შორის პრემიერმინისტრის ნათესავებში.
  • ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ბუდაპეშტში თანხების შეჩერების ამჟამინდელი ნაბიჯი შეიძლება საფუძვლად დაედო ევროკავშირის მზაობას, რომ სახელმწიფომ შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება და თანხები გამჭვირვალედ, მიზანმიმართულად გამოიყენოს.
  • საბოლოო გადაწყვეტილებას უნგრეთისთვის თანხების გაყინვასთან დაკავშირებით, მომდევნო თვეში, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები მიიღებენ.