"მოსალოდნელია კომა და სიკვდილი" — ცენტრი ემპათია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნას აქვეყნებს
ემპათიას სასამართლო საექსპერტო კომისიამ, 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს უკვე მიმართა.
- ემპათიამ ყოფილ პრეზიდენტს 20-ზე მეტი დიაგნოზი, სიმპტომო – კომპლექსი დაუდგინა, საიდანაც წამყვანი, დაახლოებით, 10 დიაგნოზია, რაც, მათი თქმით, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
- ცენტრი აღნიშნულ 10 ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.
დეტალები: ემპათია აცხადებს, რომ დაპატიმრების წინ პაციენტი იყო ჯანმრთელი, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, სიტუაციურად იღებდა სიმპტომურ პრეპარატებს, რის შედეგადაც თავს გრძნობდა კარგად. მათივე თქმით, სოციალური ფუნქციონირების დარღვევას ადგილი აქ ჰქონდა და იკვებებოდა სრულფასოვნად.
- ცენტრის დასკვნით, სააკაშვილს აღენიშნება ნეირო-ფსიქიკური, გასტრო-ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის პრობლემები და დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება.
- ასევე, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები, ნაკაწრები, ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც ემპათიის თქმით, შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც.
დასკვნაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ემპათიას მიაჩნია, რომ ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება შეუძლებელია.
- "აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიული ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი", — წერია დასკვნაში.
გარდა ამისა, ემპათია საუბრობს ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო წამების, არასათანადო მოპყრობისა და ასევე, არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე.
- "ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა", — წერია დასკვნაში.
- ემპათიის თქმით, სააკაშვილი 2021 წლის 8 ნოემბერს N12 პენიტენციური დაწესებულებიდან ძალით შეყვანისას N18 დაწესებულებაში, სადაც მას არ ჰქონდა 11 დღის განმავლობაში ძილის შესაძლებლობა, შუქის ჩაქრობისა და ტელევიზორის გამორთვის შემთხვევაში იწყებოდა საშინელი-ლანძღვა გინება პატიმრების მხრიდან.
- დასკვნის მიხედვით, სახელდახელოდ მოწყობილ ინტენსიურ პალატაში სააკაშვილი იმყოფებოდა მარტო, დაძახილზე არ რეაგირებდნენ, ისმოდა მისი მისამართით პატიმრების ყვირილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
ემპათიის შეფასებით, ფიზიკური ტრავმატიზაციის შედეგად, დიდი ალბათობით, მან მიიღო ხერხემლის ტრავმული დაზიანება, ასევე განუვითარდა მძიმე ფორმის ტრავმული სტრესული აშლილობა, შიმშილობისა და თავის ტვინის ორგანული დაზიანებისა და დისფუნქციის ფონზე.
- ცენტრის თქმით, ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმებისა და შედეგების გათვალისწინებით დაზიანება ფასდება მძიმე ხარისხის დაზიანებად.
- დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სააკაშვილი არის წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.
- "წარმოდგენილი დიაგნოზების თანახმად მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი. დიაგნოზები გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება", — ნათქვამია დასკვნაში.
- ემპათიის განცხადებით, წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი არსებობს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები