სრულიად ახალი Toyota Corolla Cross
ტოიოტამ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის, ტოიოტა კოროლას SUV ვერსია — Toyota Corolla Cross წარუდგინა.
პატარა ზომის Yaris Cross-ის შემდეგ ტოიოტამ კოროლას SUV-იც შექმნა, რითიც ავტომობილების სამოდელო რიგში ისეთი სიცარიელე ამოავსო, რასაც შესაძლოა ბევრი ვერც კი ამჩნევდა.
სრულიად ახალი Corolla Cross ზომით გაცილებით უფრო დიდია ვიდრე C-HR, ხოლო თვლების ბაზა ამ უკანასკნელის იდენტურია.
Corolla Cross დიზაინით სრულიად განსხვავდება ექსპრესიული ექსტერიერის მქონე C-HR-ისგან. მისი დიზაინი გაცილებით კონსერვატიული, ხოლო ავტომობილი ბევრად პრაქტიკულია, რასაც ერთი შეხედვითაც მიხვდებით.
Corolla Cross გაცილებით ახლოს დგას RAV4-თან, რადგან ისიც კლასიკურად შესრულებული SUV-ია და ფართო მასებზეა გათვლილი. ეს არის საოჯახო ავტომობილი ყველასთვის, ბესტსელერობის შანსით.
კოროლა ქროსი ტოიოტამ ევროპულ ბაზარს და გემოვნებას მაქსიმალურად მოარგო. ის დახვეწილი, კომპაქტური და პრაქტიკულია.
Corolla Cross-ის ძრავის მოცულობა 2.0 ლიტრია და ის აღჭურვილია ახალი, მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემით, რომლითაც იაპონელი ინჟინრები განსაკუთრებით ამაყობენ. ეს ავტომობილიც, რა თქმა უნდა, TNGA პლატფორმაზეა აწყობილი.
ტრადიციულად, დიდი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების სისტემებს. კოროლა ქროსი აღჭურვილია უახლესი თაობის Toyota Safety Sense 3.0 უსაფრთხოების პაკეტით, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებით. ეს აადვილებს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის ავტომობილის მართვას, ეხმარება ავტომობილში მსხდომი ყველა მგზავრის დაცვას.
ექსტერიერში, წინა მხარეს აღსანიშნავია მასიური წინა ცხაური მასში ჩამჯდარი ლოგოთი, ასევე SUV-ისთვის დამახასიათებელი ქვედა დამცავი და შეუღებავი საშხეფარი.
SUV-ის დამახასიათებელი ნიშნები ავტომობილის გვერდებზეც გრძელდება, შავი ელემენტი კარის ზღურბლებს მიუყვება და უკან, საბარგულთან კრავს წრეს. სახურავის ხაზი კი ავტომობილის უკანა ნაწილისკენ რბილად იხრება.
კოროლა ქროსში მძღოლს ფაქტობრივად იგივე გარემო ელოდება, როგორიც არის ახალ 2023 წლის სედან კოროლაში.
ინტერიერში მნიშვნელოვანია ახალი, 10.5 დუიმიანი სენსორული მულტიმედია ეკრანი და
სამმანიანი საჭის მიღმა არსებული სრულად ციფრული მაჩვენებელთა დაფა.
Corolla Cross საოჯახო ავტომობილია, ამიტომ უკანა სავარძლებიც ძალიან ტევადი და კომფორტულია.
კოროლა ქროსს მისი დიზაინის, მართვადობისა და პრაქტიკულობის გამო არის ავტომობილი, რომელსაც შეუძლია სახალხო SUV გახდეს მსოფლიოს მასშტაბით.
სრულიად ახალი Toyota Corolla Cross საქართველოში 2023 წლიდან გამოჩნდება და მისი შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში იქნება შესაძლებელი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები