5 სიტუაცია, რომელიც ლეპტოპის ყველა მფლობელისთვის ნაცნობი იქნება
ლეპტოპს დღეს ჩვენს ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ ხშირად ამას ვერც კი ვიაზრებთ, სანამ გაუთვალისწინებელი პრობლემა არ გაჩნდება და მის მოგვარებაზე ფიქრი არ მოგვიწევს. ფიქრს ვინ ჩივის, მთავარი სირთულე დროისა და თანხის გამოყოფაა ხოლმე — როცა სულ გადარბენაზე ხარ და არც დანაზოგში გაგითვალისწინებია დაზიანებული ლეპტოპის ხარჯები.
გეცნო ხომ სიტუაცია? ჯერ სად ხარ, კიდევ რამდენიმე მტკივნეულად ნაცნობ ამბავს მოგაგონებ. აი, მაგალითად...
1. როცა შენს ყავას შენ ნაცვლად ლეპტოპი სვამს
არაერთი გაფრთხილების, რჩევისა და მწარე გამოცდილებისა მიუხედავად, ვერაფრით გადავეჩვიე ლეპტოპის გვერდით ქაფქაფა ყავის დადგმას. ყავა ხომ ბევრი ჩვენგანის დილის რიტუალის განუყოფელი ნაწილია, ჰოდა, ზოგჯერ რთულია, ცდუნებას გაუძლო და მეილი ან სულაც ფეისბუქი ცხელი სასმლის თანხლებით არ შეამოწმო. თუმცა, კი გეცოდინება, ამ იდილიურ სურათს ზოგჯერ რა შედეგი მოსდევს ხოლმე — სველი ლეპტოპი და ვინ იცის, რამხელა დაზიანება...
2. როცა ლეპტოპს სჯერა, რომ ფრენა შეუძლია
კვლავაც ჩემი გამოცდილებიდან გირჩევდი, რომ ზედაპირი კარგად მოსინჯო, სანამ მასზე ლეპტოპს დადებ. დახრილ და/ან პრიალა ზედაპირზე განთავსებულ ნოუთბუქს ცალი ფეხი ხელოსანთან აქვს. თუმცა, ლეპტოპი კიდევ ბევრ სხვა სიტუაციაში შეიძლება გაგიფრინდეს — ზოგჯერ ხელიდან, ზოგჯერ კი... კარგი, აღარ გაგახსენებ ტრავმულ მოგონებებს. მთავარია, შევთანხმდით, რომ მფრინავი ლეპტოპი უზარმაზარი გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაპირობაა.
3. როცა ეკრანზე საეჭვო წარმომავლობის ბზარი ჩნდება
შეიძლება ზედაპირიც კარგად შეამოწმე და ყავაზეც უარი თქვი, მაგრამ რომელიღაც დილას იღვიძებ და ლეპტოპის ჩართვისას ამჩნევ, რომ ეკრანზე უცნაური ბზარია გაჩენილი. ამ დროს შენი გონება ფირს ატრიალებს და გამალებული ეძებს მიზეზს, სად და რატომ დაზიანდა ეკრანი. ეჭვად მაქვს, მიზეზების ძიებას ხშირად ოჯახის წევრების დადანაშაულებამდეც მიჰყავხარ. სხვა ადგილზე მცირე დაზიანებას კიდევ აიტანდი, მაგრამ, როგორ გინდა, ეკრანზე, ცხვირწინ გაჩენილ ბზარზე თვალი დახუჭო?!
4. როცა ეკრანი ხან ლურჯდება და ხანაც შეშდება
არა, სიცივე არაფერ შუაშია ამ შემთხვევაში — ასე რომ არც ცხელი ყავაა გამოსავალი. უბრალოდ, ზოგჯერ დამნაშავის ძებნას აზრი არ აქვს ხოლმე. ისეც ხდება, რომ ძაბვა ჩვენგან დამოუკიდებლად გადაწყვეტს ვარდნას, რაც, ცხადია, ელექტრომოწყობილობებზე ახდენს გავლენას. ლეპტოპის შემთხვევაში, პრობლემა უფრო მწვავე და გადაუდებელია ხოლმე — როგორც კი შენიშნავ, რომ შენი ლეპტოპი მუშაობის სურვილის არქონას სწორედ გალურჯებით ან გაშეშებით გამოხატავს, სასწრაფოდ და საიმედოდ უნდა შეინახო საჭირო მონაცემები.
5. როცა კლავიატურის ზოგიერთი კლავიში პენსიაზე გადის
ყავის გადასხმა ხანდახან არცაა საჭირო, კლავიატურის ზოგიერთი კლავიში ისე გადაწყვეტს, რომ მუშაობა, უბრალოდ, აღარ უნდა. რადგან ამ, ერთი შეხედვით, მცირე პრობლემის მოგვარებაც დიდ დროს უკავშირდება, ხანდახან კვირებიც კი გვიწევს ხოლმე დაკოპირებული ასოებით მოძრაობა. იშვიათ თანხმოვნებს კიდევ რა უჭირს, ვაი ჩვენს ბედს, თუკი რომელიმე ხმოვანი აღარ იწერება...
სწორედ ასეთი უიღბლობების თავიდან ასაცილებლად, კომპანია Lenovo მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს — შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვა (ADP). ამ დამატებითი სერვისის შეძენა ნივთთან ერთად შეგიძლია Lenovo-ის ავტორიზებული პარტნიორის, ალტას, მაღაზიებში.
ADP-ის საშუალებით ლეპტოპს ან პლანშეტს მექანიკური დაზიანებისგან დაიცავ — მით უმეტეს, რომ ამ სერვისით გათვალისწინებულ დახმარებას სტანდარტული საგარანტიო მომსახურება არ ფარავს. ამ შემთხვევაში დაზიანებულ ძვირადღირებულ პროდუქტს Lenovo-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები შეაკეთებენ, რითაც ძვირფას დროს და დამატებით დანახარჯს დაზოგავ. რაც მთავარია, იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა შეკეთებას არ დაექვემდებარება, სანაცვლოდ სრულიად ახალ ნივთს მიიღებ.
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
კომენტარები