ბორის ყურუა

29 Nov. 2022, 18:49

თბილისის საახალწლო სლოგანი იქნება მშვიდობის ქალაქი! მშვიდობა კარგია, ომი მხოლოდ გიჟებს უნდათ, შეუძლებელია ლოგინში კოტრიალს ვინმეს სანგარში ჯდომა ერჩივნოს მშვიდობა კარგია, მაგრამ ყველაფერზე წინ არ დგას.

მშვიდობაზე წინ ისეთი რაღაცებია რისთვისაც ბრძოლა ღირს, რისთვისაც იომებ და მშვიდობას დაიკიდებ, რისთვისაც ადგები საწოლიდან და სანგრის თხრას დაიწყებ მშვიდობაზე წინ ჩემთვის თავისუფლებაა, ჩემი, პატარა თავისუფლება, რომელსაც არც მშვიდობაში გავუცვლი ვინმეს, არც ფულში და არც საპარლამენტო მანდატში.

ამ ქვეყანაში ხალხი სულ იბრძოდა თავისუფლებისთვის და დღეს მშვიდობა გვაქვს პრიორიტეტად? მშვიდობაა მიღწევა? მშვიდობაა მიზანი? თავისუფლებაზე წინ თუ მშვიდობას აყენებ, მონაზე უარესი ხარ.

წადით ახლა დავით აღმაშენებლის სადღეგრძელო დალიეთ სიამაყით, იმასაც უყვარდა მშვიდობა, მაგრამ თავისუფლება უფრო უყვარდა და თქვენისთანა ხალხზე გული აერეოდა ალბათ. თბილისი გახდება თავისუფლების ქალაქი, შეიძლება დღეს არა, შეიძლება არც ხვალ, მაგრამ გახდება. მანქურთების საბლატაო არ არის აქ.

ასე გამოეხმაურა პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების წევრი ბორის ყურუა თბილისის მერიის საახალწლო სლოგანს — "მშვიდობის ქალაქი". წარწერა თავისუფლების მოედანზე, საახალწლო მორთულობასთან ერთად განთავსდება და ჩაანაცვლებს სლოგანს — "სიცოცხლით სავსე ქალაქი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. ქვიზი: იცი თუ არა, როგორია საშუალო ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში?
  3. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  4. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  5. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს

მოკლედ: პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები…