იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბრიფინგი გამართა — რა თქვა
რატი ბრეგაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებებს დაძაბულობის მუხტის მცდელობები და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია უწოდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 28 ნოემბერს ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.
- ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრება სურდა, თუმცა შემდეგ პარტიის წევრმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ამის საშუალება ექიმებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მისცეს.
- მოგვიანებით, ვივამედის დირექტორმა განმარტა, რომ ექსპრეზიდენტს ნევროლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი დინამიკა აჩვენა და გადაყვანა გამართლებული არ იყო.
- იმავე დღეს, გვიან ღამით ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა 3 დეკემბერს, 3 საათზე ქართული ოცნების ოფისთან სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით აქცია დააანონსა.
ბრეგაძის თქმით, დაკავების დღიდან დღემდე ექსპრეზიდენტი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებით სარგებლობს, მაგალითად კი ვიზიტორების რაოდენობა მოჰყავს, რომელიც, მისი სიტყვებით, 1 500 იყო.
- ამბობს, რომ ექიმების მიმართ მთელი ამ პერიოდის მანძილზე დისკრედიტაციისა და დაუმსახურებელი უნდობლობის გამოცხადების მცდელობები იყო.
- აღნიშნავს, რომ ეს არაერთხელ დაგმეს და ყველას დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეკავებისკენ მოუწოდეს.
საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე, ბრეგაძე ამბობს, რომ სააკაშვილი სასჯერს საქართველოს ტერიტორიაზე, აქ არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში იხდის, ამიტომ სამინისტროს ამ მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია.
- "კანონის წინაშე თანასწორობა, ეს არის მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავისთვის იქნება დაშვებული".
შეთავაზება: იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ ცენტრი ემპათია დამოუკიდებელ ექსპერტიზას ატარებს, რომელშიც ჩართულები უცხოელი ექსპერტებიც იყვნენ და სახელმწიფომ ყველა მათგანს შესაბამისი ნებართვები მისცა.
- დასძენს, რომ "გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება", სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანას სთავაზობენ.
- "რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს მის მკურნალობაში", — დაამატა ბრეგაძემ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები