რას ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იმედის სიუჟეტსა და ბაკურაძეზე
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია TV იმედზე გასულ სიუჟეტსა და ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეზე განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სიუჟეტი, სადაც იმედის ჟურნალისტი კრიტიკული კომენტარის ავტორებს ურეკავს და "პასუხს სთხოვს", ეთერში დღეს, 28 ნოემბერს გავიდა.
- უცნობია, საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა იმ ადამიანების ნომრები, რომლებიც მის სიუჟეტს სოციალურ ქსელში აკრიტიკებდნენ.
- რესპონდენტს, რომელიც დაინტერესდა, საიდან ჰქონდა ბაკურაძეს მისი ნომერი და "რა უფლებით" ურეკავდა, ჟურნალისტმა უპასუხა: "თქვენც მოიპოვეთ უფლება, რომ უცხო ადამიანები ასე შეაფასოთ".
- მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ამ "ექსპერიმენტის" გამო გააკრიტიკეს და ადამიანების პირადი ინფორმაციის, მათი სატელეფონო ნომრების, უკანონოდ მოპოვებაში დაადანაშაულეს, ბაკურაძე მომხდარს ფეისბუკზე გამოეხმაურა და თქვა, რომ "პირადი კონტაქტების მოპოვება ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია".
ქარტიის საბჭოს განცხადებით, საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ჟურნალისტის მხრიდან ნებისმიერი მოქალაქის ნომრის მოპოვებას ან გამოყენებას კომენტარის/ინფორმაციის მოსაპოვებლად პროფესიულ დანაშაულად არ მიიჩნევენ.
- თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობდა.
- მათივე თქმით, ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი მედიაზე არ ვრცელდება, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ამ საკითხის შესწავლა დაუშვებელია და მედიის წარმომადგენლების მუშაობის შეზღუდვის რისკებს შეიცავს.
მაყურებელთა კრიტიკაზე ქარტია მიიჩნევს, რომ აუდიტორიისთვის პასუხის მოთხოვნა არაპროფესიონალურია, რადგან:
- "სწორედ საზოგადოებაა ის, ვისაც, არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიცაა გააკრიტიკოს, დაიწუნოს ან მოიწონოს ჟურნალისტი და მისი მედიაპროდუქტი", — ნათქვამია განცხადებაში.
- მიუთითებენ, რომ როდესაც ჟურნალისტი საჯარო პროდუქტს ქმნის, ის თავადაც საჯარო პირია და მისი კრიტიკის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი ფორმით აქვს.
- "თუ, რა თქმა უნდა, ის არ სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და არ შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას, მუქარას, სიძულვილის ენას".
- "კრიტიკის გამო ადამიანების საჯაროდ შერცხვენა, მათთვის პასუხის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მედიას სწორად არ ესმის საკუთარი მისია, საკუთარი მოვალეობა. მეტიც, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ისე თავად მედიასაშუალებისთვის".
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
კომენტარები