მისი შეხედულებების გამო დევნიდნენ — ჰელენა ბონემ კარტერი როულინგზე
ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა ჰელენა ბონემ კარტერმა გამოცემა The Sunday Times-თან ინტერვიუში ჯოან როულინგსა და ჯონი დეპს მხარი დაუჭირა.
ბონემ კარტერის აზრით, დეპი "სრულიად გამართლებულია" მას შემდეგ, რაც ყოფილ ცოლთან ამბერ ჰერდთან სასამართლო დავა მოიგო. ჰელენას აზრით, ჰერდის მოტივი საქმეში ტენდენციითაც იყო განპირობებული.
დეპი ჰერდს ცილისწამებისთვის უჩიოდა, პროცესი კი ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სხვათა შორის, ამ საქმემდე ამერიკელმა მსახიობმა სასამართლო წააგო ბრიტანულ გამოცემა The Sun-თან, რომელმაც მას "ცოლზე მოძალადე" უწოდა.
აღსანიშნავია, რომ მსახიობებს ახლო პროფესიული და პირადი ურთიერთობა აქვთ — მათ ერთად უმუშავიათ არაერთ ფილმზე, დეპი კი ბონემ კარტერის შვილების ნათლიაცაა.
ბონემ კარტერი ადამიანის პირადი და პროფესიული ცხოვრების გამიჯვნის მომხრეცაა — თუკი პირის ქმედები კანონს არ ეწინააღმდეგება.
"გენიოსს მისი სექსუალური ცხოვრების გამო გადაუსვამთ ხაზს?", — კითხულობს მსახიობი, — "მათ პირად ცხოვრებას თუ კარგად დააკვირდებით, მილიონობით ადამიანს იპოვით, რომელთაც ასე მოექცევით. ადამიანებს ხაზს ვერ გადაუსვამთ. მძულს ბოიკოტის გამოცხადების კულტურა (Cancel Culture). მან უკვე სრულიად ისტერიული სახე მიიღო და კუდიანებზე ნადირობას დაემსგავსა".
ამის შემდეგ, ბონემ კარტერი შეეხო ბრიტანელი მწერლისა და ჰარი პოტერის სერიის ავტორის, ჯოან როულინგის, თემასაც. თავად მსახიობმა ამ წიგნების ეკრანიზაციებში ბელატრის ლესტრეინჯის პერსონაჟი განასახიერა. როულინგი კი, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად მიიჩნევა, ბოლო წლებში ტრანსფობიის ბრალდებებით კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.
"საშინელება და სრული სისულელეა", — ასე აფასებს ბონემ კარტერი მწერლის კრიტიკას, — "ჩემი აზრით, იგი დევნის მსხვერპლი გახდა.
"ადამიანების განსჯა უკიდურესობაში გადაიზარდა. მან საკუთარი აზრი გამოთქვა, მით უმეტეს, რომ ძალადობის მსხვერპლი თავადვე იყო. ყველას აქვს ტრავმული ისტორია და შეხედულებებიც ამ ტრავმისგან ყალიბდება. შენ კი პატივი უნდა სცე ადამიანების გამოცდილებასა და ტკივილს. აუცილებელი არაა, ყველაფერზე ვთანხმდებოდეთ — ეს ხომ არანორმალური და მოსაწყენი იქნებოდა. [როულინგი] აგრესიულად არ ამბობს ამას, უბრალოდ, საკუთარი გამოცდილებიდან საუბრობს".
მსახიობს აგრეთვე ჰკითხეს, რას ფიქრობს მისი ახალგაზრდა კოლეგებისა და ჰარი პოტერის ვარსკვლავების — დენიელ რედკლიფის, ემა უოტსონისა და რუპერტ გრინტის — დამოკიდებულებებზე, რომლებიც როულინგს დაუპირისპირდნენ. ბონემ კარტერის თქმით, "მათ საშუალება უნდა მისცენ როულინგს, მისი აზრი ჰქონდეს, თუმცა, ვფიქრობ, თავიანთი გულშემატკივრებისა და თაობის დაცვის მნიშვნელობას იაზრებენ".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები