დღეს, 28 ნოემბერს ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა კიდევ ერთხელ გადაიდო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, დღეს სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა.

  • კლინიკა ვივამედის დირექტორის, ნინო ნადირაძის განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე გადაყვანა გამართლებული არ იყო.

დეტალები: ნადირაძის განცხადებით, დღეს ექსპრეზიდენტს ნევროლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი დინამიკა აჩვენა.

  • "დაინიშნა შესაბამისი კვლევები, დღეს და ხვალ ამ კვლევებს კიდევ ჩავატარებთ. განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა", — ამბობს ნადირაძე.
  • რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესზე გადაყვანას, მისი თქმით, "არცერთ შემთხვევაში, ჩვენ არც ერთ ეტაპზე, მისი აქ ყოფნისას სასამართლოში წაყვანის და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია".
  • "ჩვენ, ექიმები ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული", — განაცხადა კლინიკა ვივამედის დირექტორმა.