ამის შესახებ საქმის პროკურორმა ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა.

  • თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მონასტრის წინამძღვარს და მონაზვნებს, ერთ-ერთი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
  • დაკავებულებს ბრალი ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლით აქვთ წარდგენილი.

დეტალები: პროკურორის განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ორივე მათგანს ყველაზე მძიმე ღონისძიება, პატიმრობა შეუფარდა.

  • "გაიზიარა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ამ ადამიანებისგან, არსებობს მიმავლის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები".
  • მისივე თქმით, ორივე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • მანამდე, ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.