ნიგერიის წითელი ჯვრის სამსახურის უფროსის, ლავაი ტაჰერის განცხადებით, ნიგერიაში, საჰარის უდაბნოში, წყურვილით 44 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მათი ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა. BBC-ის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.

სავარაუდოდ, დაღუპული მიგრანტები ლიბიამდე ჩაღწევას ცდილობდნენ, საიდანაც დიდი ალბათობით, ევროპის მიმართულებით გეგმავდნენ გადაადგილებას. საჰარის მარშრუტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტია აფრიკელი მიგრანტებისათვის, რომლებიც ლიბიიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობენ.