თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი თიბისი კონცეფტთან პარტნიორობით იმართება
თიბისი კონცეპტის პარტნიორობითა და კინოხელოვნების ცენტრ პრომეთეს ორგანიზებით, წელს თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4-დან 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი 4 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე, კინოთეატრ ამირანში, პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის ფილმით "მისტერ ჯონსი" (2019 წ.) გაიხსნება. ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი 10 დეკემბერს შედგება. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი "როქსი" (2022 წ.). ფილმის დახურული კინოჩვენება სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი — ოქროს პრომეთე. ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილია 6 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე, 8 სრულმეტრაჟიანი და 7 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
კინოფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბერს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს ცნობილ რეჟისორ აგნეშკა ჰოლადთან შეხვედრას.
ფესტივალის საკონკურსო ფილმებს კი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:
- საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
- საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა შემადგენლობა შეაფასებს.
მხატვრული ფილმების ჟიური:
- ჯული ბერტუჩელი (საფრანგეთი)
- ენცო პორჩელი ( იტალია)
- სადაფ ფოროღი (ირანი)
დოკუმენტური ფილმების ჟიური:
- ალის აგნესკირხნერი (გერმანია)
- ჰარუტუნ ხაჩატრიანი (სომხეთი)
- ოლენა იერშოვა ( უკრაინა)
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში:
- ევროპული ფორუმი
- ოსკარის მაძიებლები
- ჰორიზონტები
- დამზადებულია გერმანიაში
- ქვეყანა ფოკუსში — რუმინეთი
- უკრაინა: თავისუფლების ფერები
- რეჟისორი ფოკუსში — აგნეშკა ჰოლანდი
- ინიციატივა DOCA
- აპოლო: კინოს მეხსიერება
- განსაკუთრებული სეანსები
- ქართული პანორამა
საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს — ადამიანის უფლებები კინოში. აღნიშნული ჯილდო დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში, ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე ნომინირებულია 10 ფილმი, რომელთაგანაც ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ევროკავშირის პრიზით.
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროექტების წარდგენას ინდუსტრიულ პლატფორმაზე. თითოეულ კატეგორიაში წინასწარ შეირჩევა მაქსიმუმ 7 პროექტი. შერჩეული პროექტების საჯარო წარდგენა (ფიჩინგი) ჩატარდება 8 და 9 დეკემბერს. პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება 10 დეკემბერს, კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე.
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქალაქ თბილისის მერია, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, რუმინეთის კულტურის ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო, ესპანეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, ავსტრიის საელჩო, რუმინეთის საელჩო, ბრაზილიის საელჩო, ევროკავშირი.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სპონსორია — თიბისი კონცეპტი, სასტუმრო რუმსი, მასტერქარდი, სასტუმრო პულმანი, Terminal • ტერმინალი, VISMINO და ბორჯომი.
28 ნოემბრიდან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, შეიძინონ კინოფესტივალის აბონემენტი და დაესწრონ ყველა იმ კინოჩვენებას, რომელიც კინოთეატრ ამირანის დიდ დარბაზში გაიმართება. აბონემენტის შეძენა შესაძლებელია კონცეპტ ასისტენტის მეშვეობით.
1 დეკემბრიდან, ცალკეული ბილეთები გაიყიდება tkt.ge-ს ვებგვერდსა და კინოთეატრ ამირანის სალაროებში.
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები