კარიბის ზღვის მეკობრეები ფენტეზის და სათავგადასავლო კომედიური ჟანრის ფილმების ყველაზე პოპულარული სერიაა, რომელშიც კაპიტან ჯეკ ბეღურას თავგადასავლებია აღწერილი.

სერიის მესამე ფილმი კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასალიერში ეკრანზე 2007 წელს გამოვიდა და როგორც აღმოჩნდა მისი გადაღებები ძირითადი სცენარის გარეშე მიმდინარეობდა.

"ბევრმა ალბათ არ იცის, რომ გადაღებები ხშირად ნიაგარას ჩანჩქერზე მიმდინარეობდა, მაგრამ რაც მთავარია და ბევრმა არ იცის ის, რომ კარიბის ზღვის მეკობრეების ეს სერია ძირითადად სცენარის გარეშე გადავიღეთ, უფრო სწორად კი გადაღებებზე იფიქრებდნენ რა და როგორ მომხდარიყო, განსაკუთრებით კი ფინალი, რომელიც ბოლო დღეს დაიწერა. ძალიან სახალისო იყო, ამ პროცესში მთელი გუნდი ჩართული ვიყავით", - ამბობს დეპი.

3 და 4 ივნისს, ზაფხულის პირველ შაბათ-კვირას, როდესაც შენი ტელევიზორი სახლის კინოთეატრად გადაიქცევა, #ჩაუჯექი ჯიმ კერის დაწუნებული კაპიტანი ჯეკ ბეღურას ზღაპრულ თავგადასავალს.

შაბათი 3 ივნისი:

  • 16:30 კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა
  • 19:00 კარიბის ზღვის მეკობრეები: მიცვალებულის სკივრი

კვირა 4 ივნისი:

  • 16:30 კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასალიერში
  • 19:30 კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე