სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის უახლესი კვლევის თანახმად, ნეირონულ ქსელებს შეუძლია ადამიანის ტვინის ძილის რეჟიმის იმიტაცია, რათა დაძლიოს დავიწყების პრობლემა.

"ტვინი ძალიან დაკავებულია, როცა გვძინავს, იმეორებს რა იმას, რაც ვისწავლეთ დღის განმავლობაში", — აღნიშნა მაქსიმ ბაჟენოვმა, მედიცინის პროფესორმა და ძილის მკვლევარმა კალიფორნიის უნივერსიტეტის სან დიეგოს სამედიცინო სკოლის პრესრელიზში. "ძილი გვეხმარება მოგონებების რეორგანიზაციაში და მათ ყველაზე ეფექტურად წარმოაჩენს."

ბაჟენოვისა და მისი კოლეგების კვლევის თანახმად, ძილი აძლიერებს რაციონალურ მეხსიერებას, ობიექტებს, ადამიანებს ან მოვლენებს შორის თვითნებური ან ალოგიკური ასოციაციების გახსენების უნარს და ხელს უშლის წინა მოგონებების დავიწყებას.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ნეირონები უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე ადამიანის ტვინი, აშკარაა, რომ მათ დასვენება სჭირდება.

"საპირისპიროდ, ადამიანის ტვინი მუდმივად სწავლობს და ახალ მონაცემებს აერთიანებს არსებულ ცოდნაში", — განმარტა ბაჟენოვმა, "და ის, როგორც წესი, უკეთესად სწავლობს, როდესაც ახალი ვარჯიში შერეულია ძილის პერიოდებთან მეხსიერების კონსოლიდაციისთვის."

ბაჟენოვი, კვლევის უფროსი ავტორი, და მისი კოლეგები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ბიოლოგიურმა მოდელებმა შეამციროს დავიწყების საფრთხე ხელოვნურ ნერვულ ქსელებში და გაზარდოს მათი სარგებლიანობა კვლევის მთელ რიგ სფეროებში.

მკვლევრებმა გამოიყენეს მკვეთრი ნეირონული ქსელები, რომლებიც ხელოვნურად ჰბაძავს ბუნებრივ ნეირონულ სისტემებს ინფორმაციის გადაცემით დისკრეტული მოვლენების სახით კონკრეტულ დროს და არა უწყვეტად.

მათ აღმოაჩინეს, რომ დავიწყება შემცირდა, როდესაც ამ ქსელებს წვრთნიდნენ ახალ ამოცანაში, მაგრამ გარკვეული ინტერვალებით, რომლებიც ჰბაძავს ძილს. კვლევის ავტორთა თქმით, ქსელებმა შეიძლება, ვარჯიშის მონაცემების ცალსახა მოთხოვნის გარეშე, გაიმეოროს წინა მოგონებები ძილის დროს, ისევე, როგორც ამას ადამიანის ტვინი აკეთებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქსელებს, ადამიანებისა და ცხოველების მსგავსად, შეუძლია, განუწყვეტლივ ისწავლოს. იმის გაგებას, თუ როგორ ამუშავებს ადამიანის ტვინი ინფორმაციას ძილის დროს, შეუძლია, ხელი შეუწყოს ადამიანებში მეხსიერების გაზრდის კვლევებს. ძილის რიტმების გაზრდამ შეიძლება, გააუმჯობესოს მეხსიერება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.