კოალიციის შეფასებით, მონასტერში მომხდარ დანაშაულზე ჯაღმაიძის პოზიცია ჟურნალისტებზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს
მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხაშურში, დედათა მონასტერს 2 პირი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდა. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მონასტრის წინამძღვარს და მონაზვნებს, ერთ-ერთი მონაზონი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
- საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ კი მომხდარი "მასმედიის მიერ წარმოებულ ანტიეკლესიურ პროპაგანდას" დაუკავშირა.
- მისი აზრით, ფემიციდისა და გაუპატიურების დანაშაულები ეკლესიის კრიტიკამ გამოიწვია.
დეტალები: მედიის ადვოკატირების კოალიციის თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა — "მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილია".
- "საგანგაშოა, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას";
- "მსგავსი მითითება ქმნის დაბნეულობას მოსახლეობაში, ყურადღების მიღმა ტოვებს ნამდვილ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბარს, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ისე მედიის წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულების შესამცირებლად", — ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის, ნონო ლომჯარიას განცხადებით, მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიაზე გადაბრალება საშიში და არასწორია.
- "ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა", — დაწერა ლომჯარიამ.
ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა პარტია გირჩი — მეტი თავისუფლებასც.
-
"მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის რომ ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მომხდარი საშინელი ძალადობის ფაქტი დააბრალო მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას". ამისთვის პირველ რიგში საჭიროა სინდისი არ გქონდეს საერთოდ";
-
"იქნებ ეს ტრაგედია იმის ბრალია რომ მედიამ კი არა, თქვენ, საპატრიარქომ, მოახდინეთ ქრისტიანობის სრული პროფანაცია და ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ მქადაგებელ, "გამპრავებელ" და დამორგანიზებელ ინსტიტუტად?" — წერს პარტია.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები