კუნძულ ისჩიაზე, ნეაპოლის მახლობლად ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა ღვარცოფმა სახლები წაიღო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გავრცელებული ინფორმაციით, ტალახის ქვეშ ქალის ცხედარი იპოვეს, კიდევ რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

  • ტალახისა და ნამსხვრევების ნიაღვარმა გაანადგურა ხეები, შთანთქა შენობები და მანქანები ზღვაში ჩაითრია.

დეტალები: სამაშველო სამუშაოები უწყვეტი წვიმისა და ძლიერი ქარის გამო შეფერხდა.

  • დაზიანებულ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა და 30-მდე ოჯახი საკუთარ სახლებშია ჩარჩენილი.
  • შეჩერებულია ბორნების მოძრაობა.
  • კუნძულის მერმა, ენცო ფერანდინომ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ისჩია, ახლომდებარე კაპრის მსგავსად, პოპულარული დასასვენებელი ადგილია ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის.

  • კუნძულს, რომელიც ტირენიის ზღვაში მდებარეობს, 20 000 მოსახლე ჰყავს.

ამასთანავე, იტალიის დიდი ნაწილი გასული კვირის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ დააზარალა.

  • ხუთშაბათს რეგიონში უამინდობის გამო ორი ადამიანი დაიღუპა. არგენტინელი ტურისტი სანაპირო შტორმის დროს ზღვაში ჩავარდნის შემდეგ დაიხრჩო, ხოლო კაცს სანაპიროზე ელვამ დაარტყა.