ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დაზვერვის განცხადებით, 1980-იანი წლების რაკეტები სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ.

  • ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთის ეს იმპროვიზაცია შორი მანძილის რაკეტების მარაგის ამოწურვას უსვამს ხაზს.

დეტალები: უკრაინის მიერ ჩამოგდებული AS-15 Kent საკრუიზო რაკეტები 1980-იან წლებშია შექმნილი, როგორც ბირთვული მიწოდების სისტემა.

  • "მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინერტული სისტემა მაინც გამოიწვევს გარკვეულ ზიანს რაკეტის კინეტიკური ენერგიისა და ნებისმიერი დაუხარჯავი საწვავის მეშვეობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მონიშნულ სამიზნეებზე მიაღწიოს საიმედო ეფექტებს მიაწიოს", — ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 6 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მას შემდეგ, რაც კრემლმა სარაკეტო დარტყმით უკრაინის ინფრასტრუქტურა დააზიანა.

  • ზელენსკის განცხადებით,"ზამთრის დადგომასთან ერთად, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, საავადმყოფოებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე სასტიკი თავდასხმებს".