ჰოლოდომორის შიმშილობის წლისთავზე უკრაინაში მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირების პროგრამა დაიწყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთი დათანხმდა შავი ზღვის დერეფნის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას კიდევ 120 დღით, თუმცა ზოგიერთი უღარიბესი ქვეყანა მარცვლეულის მაღალი ფასის გამო შიმშილობის ზღვარზეა.

  • პროგრამის — "მარცვლეული უკრაინიდან" მონაწილე ქვეყნები ყიდულობენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს უკრაინელი მწარმოებლებისგან — პრიორიტეტი მცირე და საშუალო საწარმოებია და გადასცემენ მათ შიმშილის ზღვარზე მყოფ ქვეყნებს.
  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანახმაა პროგრამის მხარდასაჭერად $20 მილიონი დოლარი გამოყოს.

დეტალები: 60-მდე უკრაინული მარცვლეულის გემი მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის აფრიკის უღარიბეს ქვეყნებში გაიგზავნება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა გარდიანთან ინტერვიუში.

  • ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ოდესის პორტიდან მოძრავ გემებს შეუძლიათ მიაღწიონ ჰუმანიტარულ ცხელ წერტილებს, როგორიცაა სუდანი, იემენი და სომალი.
  • გერმანიის მიერ დაფინანსებული გემი უკვე გაემგზავრა ეთიოპიაში.
  • სქემა ორგანიზებულია სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კორპორაციების მიერ.

ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ებრძვის საკვების ნაკლებობას, სასოფლო-სამეურნეო მიწების განადგურებას და ელექტროენერგიის გამორთვას, ისინი არ ივიწყებენ უკრაინის, როგორც პასუხისმგებელი გლობალური მოქალაქის როლს.

  • პრეზიდენტის განმარტებით, აფრიკას გადაუდებლად ესაჭიროება საკვები და უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს დაუცველ ადამიანებს გაჭირვების დროს.

ამასთანავე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ გემების გაშვება წარმოადგენს საკვანძო ისტორიულ მომენტს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც მიმდინარე კონფლიქტის გამო სურსათის მწვავე დეფიციტი ემუქრება.

  • ერმაკმა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის კერძო ფონდებს მოუწოდა, დააფინანსონ შიმშილისთვის განწირულ ქვეყნებში საკვების გაგზავნის ხარჯები.