ხელისმომწერი ორგანიზაციები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებას ეხმაურებიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ვიზიტორები ადასტურებენ და ამ თემაზე საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი.

  • NGO-ების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის საკითხი არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის ნიშნით, არამედ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

დეტალები: ხელისმომწერი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროებებზე მსჯელობისას, ექსპერტთა დასკვნებითა და რეკომენდაციებით იხელმძღვანელონ.

  • მათი განცხადებით, საჭიროა სრულად გამოირიცხოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმებისა და სიცოცხლის ხელყოფის რისკები.

ამასთანავე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვანი დამძიმების შესახებ დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანა არის "სწორი გზა" და "სხვა გზა არ არსებობს".

  • NGO-ების განცხადებით, პრეზიდენტის ამ კომენტარს ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის პასუხები მოჰყვა.
  • მსგავსი მიდგომები "ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები: განცხადებას ხელს აწერს ფონდი ღია საზოგადოება და 12 სხვა ორგანიზაცია.

  • ხელისმომწერთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.