ამის შესახებ გიორგი ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო და ეს პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას, ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას არ უკავშირდება.

დეტალები: როგორც ნემსაძე წერს, სჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი ძალაა და გუნდის რიგით წევრად რჩება.

  • "პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა", — აცხადებს ის.