ქართული რაგბი და თიბისი პარტნიორობის ახალ ეტაპს იწყებენ — #რაგბიჩვენითამაშია
ქართული რაგბის და თიბისის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. თანამშრომლობა 2027 წლამდე განახლდა. პარტნიორები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდებიან და რაგბის ახალ თაობაში და საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციაზე ერთად იზრუნებენ. მრავალწლიანი მეგობრობა, რომელიც თიბისის და ქართულ რაგბის 2015 წლიდან აკავშირებს და ბევრ წარმატებას ითვლის, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. მხარეები ერთად იზრუნებენ რაგბის ბრენდირებული მაღაზიის და ახალი მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაზეც.
2022 წლის 25 ნოემბერს, ორი დიდი ქართული ბრენდის — ქართული რაგბის და თიბისის ხელმძღვანელები, იოსებ ტყემალაძე და ვახტანგ ბუცხრიკიძე, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში თიბისის მხრიდან რაგბის განვითარების ხელშეწყობას და პარტნიორობის ჩარჩოს განსაზღვრავს.
ქართული რაგბის სამომავლო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალურ პროექტებში ჩართულობა, როგორიცაა ინკლუზიურობის ხელშეწყობა სხვადასხვა თაობებსა და სოციალურ ჯგუფებში, ქალების და გოგოების გაძლიერება და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობები, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუწყობს ხელს.
"თიბისის და რაგბის მეგობრობა სცდება დათქმული პარტნიორობის ჩარჩოს, რადგან ჩვენს შორის ღირებულებათა სრული თანხვედრაა. თიბისი და რაგბის კავშირი ერთად ვემსახურებით დასახულ მიზანს. როგორც რაგბის რიგითი გულმხურვალე გულშემატკივარი და ამავდროულად თიბისელი, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობის პერიოდში ერთად შევძელით, ქართული რაგბი გვექცია უდიდესი წარმატების მაგალითად და საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაგვეტანა. მტკიცედ მჯერა, რომ განახლებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართულ რაგბის, რომ კიდევ ბევრი გამარჯვება მოუტანოს საქართველოს. ჩვენი მხრივ, რესურსებს და ძალისხმევას არ დავიშურებთ მხარდაჭერისთვის", — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
#რაგბიჩვენითამაშია — რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა არაერთ საერთაშორისო ტურნირზე დაიცვა საქართველოს ღირსება. ბოლო წლებში, გაიზარდა ქართული რაგბის ცნობადობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურ ასპარეზზე და სპორტის ეს სახეობა საქართველოს წარმატების ნამდვილი სიმბოლო გახდა. რაგბის ღირებულებები მნიშვნელოვანია ახალი თაობის სიჯანსაღისთვის. თიბისი და რაგბის კავშირი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს რაგბით, ჩაერთოს რაგბიში, რაც ამ სახეობის წარმატებას შეუქცევად პროცესად აქცევს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
კომენტარები