მამუკა ხაზარაძე

25 Nov. 2022, 12:54

დაახლოებით 5 წელიწადში ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არა მარტო რეგიონის, არამედ, აი, ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს იქნებოდა და იქნება ადგილი და დარწმუნებული ვარ, ეს ასე მოხდება, სადაც ჩვენს ემიგრანტებს გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში. იმიტომ, რომ მე სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ დიდ ენერგიასა და პოტენციალს.

საქართველო იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები თავმოყრილი იქნება და ყველა ნიჭიერი ადამიანი, როგორც ჩვენი მოქალაქე, ასევე უცხოელი, მსგავსი პროექტების განსახორციელებლად აქ ჩამოვა. ეს ეხება IT სფეროსა და სხვადასხვა ინოვაციურ, ტექნოლოგიურ მიმართულებას. საქართველო გახდება კვანძი, ნამდვილი კვანძი მისიით, პირველ რიგში მისია უნდა დავიბრუნოთ და ქვეყნის ეს მისია და ფუნქცია უნდა იყოს, რომ საქართველოს გარეშე სამეზობლოსა და რეგიონში არაფერი მნიშვნელოვანი არ უნდა ხდებოდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  4. აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
  5. ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ