ჯვაროსნების ფორმაში გამოწყობილი ინგლისის ფანები, რომლებსაც კატარში, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩზე, სურდათ დასწრება, გავრცელებული ინფორმაციით, სტადიონზე არ შეუშვეს. ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ ჯვაროსნების სამოსი "მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელია".

ჯვაროსნულ სამოსში გამოწყობილი ორი "რაინდი" სტადიონის უსაფრთხოების თანამშრომლებისგან თავის დაძვრენას ცდილობდა, რისი ვიდეოც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

"ვფიქრობ, რომ ეს უფრო გულუბრყვილობაა, ვიდრე მიზანმიმართული ქმედება. ისინი მფარველი წმინდანის სამოსში არიან გამოწყობილები, თუმცა ნამდვილად არ ესმით, რა აცვიათ", — განაცხადა ფეხბურთის მხარდამჭერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და ინგლისის გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ მასპინძლების მიმართ მეტი ტაქტიანობა გამოიჩინონ.

FIFA-სა და ანტირასისტული ორგანიზაციების გაცხადებით, ჯვაროსნების სამოსის ჩაცმა ისეთ არაბულ ქვეყანაში, როგორიც კატარია, ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს.

"იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატს ესწრებიან, ჯვაროსნებისა და სხვა მსგავსი კოსტიუმების ჩაცმას არ ვურჩევთ, რადგან ეს კატარისა და სხვა არაბული ქვეყნებისთვის მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს", — განაცხადა ანტირასისტული ორგანიზაციის, Kick It Out-ის წარმომადგენელმა.