უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ეს ინფორმაცია ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ს დაუდასტურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ირანული წარმოების დრონებს იყენებს.

  • 5 ნოემბერს ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთში ომის დაწყებამდე უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა უარყო, რომ თეირანი მოსკოვისთვის დრონების მიწოდებას ომის შემდეგაც აგრძელებდა.
  • აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ირანს ე.წ. კამიკაძე დრონების გამო ახალი სანქციები დაუწესეს.

დეტალები: ოქტომბერში ისრაელის მედია წერდა, რომ ყირიმში 10 ინსტრუქტორი დაიღუპა ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის სამხედრო დარტყმების გამო.

  • დანილოვის თქმით, ყირიმში მოკლეს ირანელი კონსულტანტები, რომლებიც რუსეთს ე.წ. კამიკაძე დრონების, Shahed 136-ის პილოტირებაში ეხმარებოდნენ.
  • The Guardian წერს, რომ დანილოვს არ უთქვამს, ზუსტად რამდენი ინსტრუქტორის ლიკვიდაცია შეძლეს.
  • "ისინი იმყოფებოდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ისინი არ მოგვიწვევია და თუ ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ჩვენი ერის განადგურებაში მონაწილეობენ, უნდა მოვკლათ", — თქვა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.

ირანი უარყოფს ინსტრუქტორების გაგზავნას, რათა დაეხმარონ რუსებს უპილოტო თვითმფრინავების მართვაში. თუმცა დანილოვს ეჭვი შეაქვს თეირანის სიტყვებში.

  • "ირანელები აგრძელებენ მტკიცებას, რომ რუსეთის ფედერაციას იარაღით არ ამარაგებენ, მაგრამ ჩვენ მტკიცებულებები გვჭირდება. გვაქვს ეს მტკიცებულებები დღეს? არა", —ამბობს დანილოვი.