თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოს რამდენიმე დღის წინ თათმოტეხილი ფისო ეწვია. ის საავადმყოფოს კარში შევიდა და ადმინისტრატორის წინ მანამ იჯდა, სანამ ყურადღებას მიაქცევდნენ. თათმოტეხილი პაციენტის ვიზიტი საავადმყოფოს ვიდეოკამერებმა ჩაიწერა, მოგვიანებით კი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

ფისო არჩევანში არ შემცდარა და ექიმებმა დახმარება მალევე აღმოუჩინეს. საავადმყოფოს პერსონალმა ფისოს მოტეხილი თათი დაუმუშავა და სახვევები დაადო. მადლიერი ფისო კი გაისუსა და ექიმებისთვის ხელი არ შეუშლია.

"როცა ვმუშაობდი, დავინახე რომ საავადმყოფოში კატა შემოვიდა და დახმარება სჭირდებოდა. შევამჩნიე, რომ ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ხელში ავიყვანე. ჩვენმა პერსონალმა ყველაფერი გააკეთა მის დასახმარებლად", — განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა.

ფოტო: Facebook

დაშავებულ ფისოს დახმარება დროულად აღმოუჩინეს. მას გადადგილება ისევ შეუძლია და თავსაც კარგად გრძნობს.