მაყურებელი მალე HBO-ს პოპულარული შოუს, Euphoria-ს გერმანულ ვერსიას იხილავს. გერმანულმა კომპანია Zeitsprung Pictures-მა სერიალის გადაღების უფლება უკვე მოითხოვა და რეჟისორებიც დაიქირავა.

Euphoria-ს თავდაპირველი ვერსიის პრემიერა, რომელიც რონ ლეშემმა და დაფნა ლევინმა შექმნეს, ისრაელში შედგა. თუმცა შოუს დიდი აღიარება HBO-ს მიერ შექმნილმა ვერსიამ მოუტანა. სერიალი სკოლის მოსწავლეების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს და იმ პრობლემებს უსვამს ხაზს, რომლებიც მათ ნარკოტიკებთან, ძალადობასა და საზოგადოებასთან მიმართებაში აქვთ.

ფოტო: HBO

შეგახსენებთ, რომ Euphoria-ში მთავარ როლს ზენდეია ასრულებს, რომელმაც რუ ბენეტის როლისთვის ემი 2020 და 2022 წლებში მიიღო. სერიალში ასევე მონაწილეობენ ჰანტერ შეფერი, სინდი სვინი, ჯეიკობ ელორდი, ალექსა დემი და სხვა. Euphoria-ს მესამე სეზონის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

"Euphoria ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული შოუა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, შოუს გერმანული ვერსიის სიუჟეტი განვავითაროთ. ჩვენ გვჯერა, რომ იმ უნივერსალურ თემებს, რომელთა წინაშეც Gen Z დგას, იქნება ეს იდენტობა, მენტალური პრობლემები, დამოკიდებულება თუ სექსუალობა, საზოგადოებას გერმანელი მოზარდების პერსპექტივიდან ვაჩვენებთ", — განაცხადა Zeitsprung Pictures-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.