ინფორმაცია On.ge-ის კლინიკა ელჯი და კომპანიაში მიაწოდეს.

დეტალები: ქალი მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, მან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც, სავარაუდოდ, გართულები გამოიწვია.

  • ნოდარ მაღლაფერიძე ამბობს, რომ ქალს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა.
  • თუმცა მისივე თქმით, ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა, სავარაუდოდ, ჩატარებული ვაქცინის გამო.
  • კლინიკაში ამბობენ იმასაც, რომ ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.