თოვლიანი სეზონი მოახლოვდა! დროა დავიწყოთ დაუვიწყარი და ნაყოფიერი ზამთრის თავგადასავლების დაგეგმვა.

განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ MSM-ის ენების კურსების ბანაკებს პრაღაში, ჩეხეთში.

MSM-ის ენების კურსების ბანაკი ორიენტირებულია ინგლისურის ენის შესწავლასა და მრავალფეროვანი ჩეხური კულტურის გაცნობაზე.

კურსს გაუძღვებიან ინგლისურენოვანი სპეციალისტები. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაიცნოთ ევროპის ცენტრი სხვა უცხოელ სტუდენტებთან ერთად და აიმაღლოთ ენის ცოდნის დონე.

ზამთრის ბანაკის თარიღები:

  • 05.1 — 12.1 — 2023
  • 05.1 — 14.1 — 2023

8 დღიანი ზამთრის ბანაკის საფასურია 750 ევროს, ხოლო 10 დღიანი ბანაკის საფასური 890 ევრო.

პროგრამის საფასური მოიცავს:

  • ენის კურსი
  • დაბინავება
  • ორჯერადი კვება (საუზმე, ვახშამი)
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვიური აბონემენტი
  • კულტურული პროგრამა
  • გასვლითი ტურები დრეზდენსა და კარლოვი ვარიში

კულტურული პროგრამა:

MSM-ს მომზადებული აქვს ყველაზე ექსკლუზიური ზამთრის არდადეგები საინტერესო აქტივობებითა და გასვლითი ტურებით:

  1. გასაცნობი პროგრამა პრაღაში
  2. გასვლითი ტური გიდთან ერთად პრაღაში — ძველი პრაღის ქალაქი, ჩარლზის ხიდი
  3. გასვლითი ტური დრეზდენში
  4. ვიზიტი პრაღის განთქმულ ზოოპარკში
  5. ვიზიტი პრაღის სასახლეში და ტური მუზეუმებსა და ეკლესიებში
  6. ვიზიტი ჩეხეთის წამყვან უნივერსიტეტებში და საფუძვლიანი ინფორმირება საუნივერსიტეტო დეტალების შესახებ. (Czech Technical University, Czech University of Life Sciences, Higher School of Economics)
  7. შოპინგ ტური სუვენირების მაღაზიაში
  8. გასვლითი ტური კარლოვი ვარიში
  9. გასვლითი ტური პეტრინის სარკის ლაბირინთში

დღის განრიგი:

  • საუზმე — 7:30 — 8:30
  • ინგლისური ენის გაკვეთილი
  • ტური გიდთან ერთად პრაღაში, ძველი ქალაქისა და ჩარლზის ხიდის სანახავად
  • ვახშამი — 19:00 — 21:00

საუზმის და ვახშმის, ისევე როგორც ინგლისური ენის გაკვეთილების დრო ყოველ დღე არის ერთი და იგივე, შუალედში იცვლება აქტივობები.

ბანაკი 14 წლიდან იღებს მოსწავლეებს. 14 წლიდან 16 წლამდე მოსწავლეებს საზღვრის გადასაკვეთად სჭირდებათ მინდობილი თანმხლები პირი.

ზამთრის ბანაკის აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა გახლავთ 15 დეკემბერი.

საფასურში არ შედის სამოგზაურო ბილეთი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით განათლების ცენტრ LEAF-ს.