თიბისის მხარდაჭერით, CAMEX Airlines მომხმარებელს საკუთარი საჰაერო ხომალდით მოემსახურება
CAMEX Airlines, ახალი ავიაგადამზიდავი კომპანია საქართველოში, საერთაშორისო კომპანია CAMEX International-ის სტარტაპ პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით, მომხმარებელს უკვე საკუთარი საჰაერო ხომალდით მოემსახურება.
CAMEX International, კამექსის სახელით, თითქმის 20 წელიწადია, საქართველოსა თუ საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებით ოპერირებს ავიაგადაზიდვების სფეროში.
737-800 ბოინგის ტიპის თვითმფრინავის შესყიდვა კამექსმა 2020 წელს, პანდემიური შეფერხებების გამო გადაწყვიტა. დღეს კი კომპანიის დამფუძნებლები ამ ნაბიჯის დადებით შედეგებზე თამამად საუბრობენ.
"2020 წლის მარტში, როცა პანდემია გამოცხადდა და ტვირთის გადაზიდვა გართულდა, CAMEX International-მა შეიმუშავა სატვირთო თვითმფრინავის ექსპლუატაციის პროექტი და დაიწყო ინვესტორების მოძიება. პროექტი ჯერ ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-ს წარვუდგინეთ, რომელიც მალევე დათანხმდა ჩვენთან პარტნიორობას. იმავდროულად, მივმართეთ თიბისი ბანკს. მათაც გავაცანით გეგმები, რომ გვსურდა, გამოგვეყენებინა მათი რესურსი პროექტში ინვესტირებისთვის.
თიბისი გვენდო და სტარტაპს მხარი დაუჭირა. პროექტი წარმატებით განხორციელდა და დღეს პირველი საკუთარი საჰაერო ხომალდი გვყავს. ჩვენს განკარგულებაშია ლოგისტიკური ჯაჭვის ყველა საჭირო რგოლი - სასაწყობე მეურნეობა, გადაზიდვა და დისტრიბუცია, რაც უფრო მეტ ოპერატიულობასა და მომხმარებლისთვის შედარებით ხელსაყრელი ფასის შეთავაზებას ნიშნავს. ეს ყველაფერი კი მომავალში უფრო მეტ ხარისხს, მეტ დასაქმებულ ადამიანსა და მომსახურების არეალის გაზრდასაც გულისხმობს", — ამბობს კომპანია CAMEX Ailirnes-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე.
მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ინგლისიდან და ჩინეთიდან საქართველოში ის ძირითადი სერვისია, რომლითაც კამექსს საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ იცნობენ. რეგიონში ლიდერის პოზიციის დაკავებაში კამექსს ხელი მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან — AliExpress, Chapman Freeborn და Kühne + Nage მუდმივმა პარტნიორობამაც შეუწყო. ახლა უკვე საკუთარი საჰაერო ხომალდით, CAMEX Airlines ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს სთავაზობს ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს, ნებისმიერი სახის ტვირთის გადასაზიდად. ავიაკომპანიამ პირველი ჩარტერული რეისი აგვისტოში შეასრულა.
ავიაკომპანიას პირდაპირი კავშირები აქვს ისეთ მნიშვნელოვან ცენტრებთან, როგორიცაა ფრანკფურტი, კიოლნი, ლიეჟი, სტამბოლი, ბაქო, ჩინეთის და ინდოეთის ქალაქები, თელ-ავივი, რაც ხელს უწყობს მომავალში ტვირთნაკადების კიდევ უფრო გაზრდას.
წარმატების მთავარ ფორმულად გიორგი სეთურიძე კამექსის გუნდს მიიჩნევს, რომელიც კომპეტენტური და საქმეზე შეყვარებული ადამიანებისგან შედგება და მათზე ზრუნვა კომპანიისთვის პრიორიტეტულია.
"ჩვენი კომპანიის მთავარი რესურსი არის გუნდი - პროფესიონალები, რომელთა შეფასების შედეგად ნდობა გამოგვიცხადეს სალიზინგო კომპანიებმა, მათ შორის, ისეთმა ლიდერმა, როგორიცაა BBAM. მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა სალიზინგო კომპანიამ სარგებლობაში გადმოგვცა საჰაერო ხომალდი. ეს იყო ჩვენი დიდი წარმატება — მათ აღიარეს ჩვენი გუნდი, რომელიც ოპერირებას გაუწევს თვითმფრინავს. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის საჭირო ყველა ლიცენზია უკვე მოპოვებული გვაქვს, მათ შორის, EASA-ს ავტორიზაცია ევროპაში ფრენების შესასრულებლად. ყველა პროცესი ჩვენ სასარგებლოდ შეაფასა ბიზნესის მთავარმა რეგულატორმა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ", — ამბობს გიორგი სეთურიძე.
სამომავლოდ, CAMEX Airlines კიდევ 3 საჰაერო ხომალდის შეძენას და შესაბამისად, ფლოტის გაზრდას გეგმავს, რაც მისი საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს და ამ არეალში კომპანიის ცნობადობას კიდევ უფრო გააფართოებს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები