26 წლის კატა, სახელად ფლოსი, ლონდონში ცხოვრობს და ახლახან გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ასაკოვანი კატა მთელს მსოფლიოში. როგორც აღმოჩნდა, 26 წელი სიცოცხლე კატისთვის იგივეა, რაც 120 წელი — ადამიანისთვის.

ფოტო: Guinnes World Records

კატის პატრონმა, ვიკი გრინმა, ფლოსის არაჩვეულებრივი კატა უწოდა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კატას სმენისა და მხედველობის პრობლემები აქვს, მაინც ძალიან მოსიყვარულე და ცელქია.

"ძალიან ალერსიანი და ცელქია, რაც განსაკუთრებით ტკბილია, როცა გახსენდება, რამდენი წლისაა."

ვიკის თქმით, ყოველთვის იცოდა, რომ ფლოსი განსაკუთრებული კატა იყო, თუმცა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში თუ შევიდოდა, ამას ვერ წარმოიდგენდა.

"თავიდანვე ვიცოდი, ფლოსი რომ განსაკუთრებული კატა იყო, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ გინესის მსოფლიო რეკორდის ტიტულის მფლობელთან ერთად ვიცხოვრებდი სახლში."