უკვე მე-7 წელია, ჯამალ ჰილტონი და ვანდა დენჩი მადლიერების დღის ტრადიციას არ ღალატობენ და დღესასწაულს ერთად აღნიშნავენ. ამის მიზეზი კი ის შეცდომაა, რომელიც ვანდამ 7 წლის წინ დაუშვა.

2016 წელს ვანდამ ჯამალს შეცდომით ის შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც თავისი 24 წლის შვილიშვილისთვის იყო განკუთვნილი და მადლიერების დღეზე მიიწვია. იმის გამო, რომ ვანდას შვილიშვილს ტელეფონის ნომერი შეცვლილი ჰქონდა, შეტყობინება ჯამალს მიუვიდა, რომელიც მაშინ 17 წლის იყო.

ჯამალის პასუხის შემდეგ, ვანდამ მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. თუმცა ამის შემდეგ ჯამალმა იკითხა, ისევ შეეძლო თუ არა სადილად მისვლა. "რა თქმა უნდა, შეგიძლია. ბებიები სწორედაც რომ ყველას გემრიელ ვახშამზე ზრუნავენ", — ასეთი იყო ვანდას პასუხი. ამის შემდეგ 7 წელი გავიდა, ვანდა და ჯამალი კი მადლიერებას ისევ ერთად აღნიშნავენ.

ვანდასა და ჯამალის მეგობრობა არც ინტერნეტისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. შეცდომის წყალობით დამეგობრებული ადამიანების ისტორია თავიდანვე ვირუსულად გავრცელდა და პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს. ჯამალის თქმით, ის და ვანდა Netflix-თან უკვე ფილმზე მუშაობენ, რომელსაც მათი მეგობრობის შესახებ იღებენ.

მადლიერების აღნიშვნასთან ერთად ვანდასა და ჯამალს სამახსოვრო ფოტოების გადაღებაც ტრადიციად ექცათ. მათივე თქმით, მომავალი მადლიერების დღის აღნიშვნასაც ერთად აპირებენ. "ოჯახი მხოლოდ სისხლით ნათესაობას არ ნიშნავს, ოჯახი ის ხალხია, ვისთან ერთადაც ყოფნა გინდა", — ამბობს ვანდა.